CLUBHOUSE-ი ANDROID-ზე: CASE მომხმარებლებს ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებ

ავტორი:
კატეგორია:
განთავსებულია:
23 თებ 2021

CASE-ის კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტებმა ჩაატარეს მოკვლევა. შედეგი კი არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი იქნება ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის ინსტალირების გავრცელებული მეთოდებით მომხმარებლებს მოუწოდებენ გადმოწერონ APK ფაილი სხვადასხვა ვებ-გვერდიდან თუ სოც. ქსელიდან და ისე დააყენონ ტელეფონზე. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის, CASE-ის კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტების თქმით ეს დაკავშირებულია საფრთხეებთან და მომხმარებლებს მოუწოდებენ არ გადმოწერონ აპლიკაციები ამ ფორმით. თუნდაც მათ მიიღონ დროებითი შედეგი და შეძლონ პლატფორმაზე შესვლა, ეს დაკავშირებულია კიბერ საფრთხეებთან. CASE-ი აფრთხილებს მომხმარებლებს: იმისათვის, რომ თქვენი ტელეფონებიდან არ მოხდეს პერსონალური ინფორმაციის მოპარვა, სისტემის ინფიცირება მავნე კოდით (ვირუსებით) და არ გახდეთ კიბერ კრიმინალის მსხვერპლი ანდროიდის სისტემის ტელეფონებზე აპლიკაციები არ გადმოწეროთ APK ფაილების სახით, რადგან მასზე არანაირი კონტროლი და ვერიფიკაცია არ ხორციელდება. აპლიკაციების მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გზა ანდროიდის სისტემის ტელეფონებისთვის რის Google PlayStore-იდან ოფიციალური ვერსიის გადმოწერა.

მაშ ასე, რეზიუმე შემდეგია: თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია როგორც ინგლისურ, ისე რუსულ ენებზე YouTube-სა და სხვადასხვა ფორუმებზე ინსტრუქციების სახით, მაგრამ ეს გზა არ არის უსაფრთხო და მოგიწევთ მნიშნელოვანი რისკების აღება, რის რეკომენდაციასაც სფეროს სპეციალისტები არ იძლევიან. ამდენად, ვისაც არ სურს საკუთარი კიბერ უსაფრთხოების კომპრომატირება და ამავდროულად ძალიან იზიდავს სოც. მედიის ახალი პლატფორმა, მოუწევთ დაეოლოდონ ClubHouse-ის ოფიციალურ ვერსიას ანდროიდისთვის, რაზეც, გავრცელებული ინფორმაციით უკვე მიმდიმარეობს მუშაობა.

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!