ეთიკური ჰაკინგი და კიბერ უსაფრთხოება SD5 CSP

GOLDEN SEAL სერტიფიკატის პროგრამა

 ღირებულება: თვეში 470₾

 ხანგრძლივობა: 4 თვე

 დაწყება: 10 ოქტ 2022

 კვირაში 3 შეხვედრა | 19:00-22:00

 გამრეკელის 2, (Axis ბიზნეს ცენტრი)

რეგისტრაცია

მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერ ორგანიზაციაში კიბერ უსაფრთხოების ექსპერტებზე ახლა ყველაზე დიდი მოთხოვნაა. მათ შორის უკვე საქართველოშიც. ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რეგულაციები და კომპიუტერიზაციის სულ უფრო ზრდის კიბერ უსაფრთხოების საჭიროებას. კიბერ უსაფრთხოებისა და ეთიკური ჰაკინგის განახლებულ პრაქტიკულ კურსზე შენ შეისწავლი კიბერ თავდაცვით და შემტევ ოპერაციებს, კიბერ უსაფრთხოების არქიტექტურას, ეთიკურ ჰაკინგს და პრაქტიკულ უნარებს, რომლებსაც რეალურ კიბერ სავარჯიშოებში გამოცდი.
ტრენინგ-სესიებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ინსტრუქტორები და მოწვეული ექსპერტები. კურსის განმავლობაში ასევე ჩატარდება გასვლითი ღონისძიებები.
ხოლო სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებ პლატინის ან ოქროს კლასის სერტიფიკატს.
შერჩეულ კურსანტებს, აკადემია შესთავაზებს სტაჟირებას და ასევე ხელს შეუწყობს კარიერულ განვითარებაში. წარჩინებულ კურსანტებს ასევე დაუფინანსდებათ სწავლა აკადემიის შემდგომ კურსებზე.
უსაფრთხოების ექსპერტთა კავკსიის აკადემია, ქეისი, უკვე 12 წელზე მეტია წარმატებით ამზადებს სტუდენტებს, უმსხვილეს კორპორაციებს, სამხედროებს, და სამართალდამცავებს პროფესიებში, რომლებიც აქამდე არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი.
ჩვენ განხორციელებული გვაქვს პროექტები ნატოს, მაიკროსოფტის, სხვადასხვა ლიდერი ტექნოლოგიური ორგანიზაციებისთვის და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. ჩვენი კურსანტები წარმატებით აგრძელებენ კარიერას უსაფრთხოების წამყვან პოზიციებზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში.

დამატებითი ინფორმაცია: კიბერ უსაფრთხოება; კარიერული ხელშეწყობა; სერტიფიცირება

ტრენინგ-მოდულები:

  1. CYBERINTRO - შესავალი კიბერ უსაფრთხოებაში
  2. INFOSEC - ინფორმაციული უსაფრთხოება
  3. ADMIN - ადმინისტრირება
  4. EH - ეთიკური ჰაკინგი
  5. NETSEC - ქსელური უსაფრთხოება
  6. CYBEREXE - კიბერ სავარჯიშოები

ძირითად საკითხებთან ერთად ტრენინგზე გათვალისწინებულია დამატებითი სესიები გუნდურობის შემუშავებისა და პროფესიული უნარების განსავითარებლად.

სრულად ნახვა

მოთხოვნები კურსზე მისაღებად!

ტრენინგზე მიიღებიან 18 წელს გადაცილებული, ნასამართლეობის არ მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ მოტივაცია, საბაზო ტექნიკური უნარები და წარმატებით გაივლიან კურსზე დაშვებისთვის აუცილებელ შერჩევის პროცედურებს.
ყველა მონაწილეს უნდა ქონდეს პერსონალური ლეპტოპი.

ტრენინგის ფორმატი:

ტრენინგი გრძელდება 4 თვე და თეორიულ სწავლებასთან ერთად ითვალისწინებს ინტენსიურ პრაქტიკულ სამუშაოებს. სერტიფიცირების მისაღებად აუცილებელია კურსანტმა წარმატებით გადალახოს საგამოცდო პროცედურები. შერჩეულ წარმატებულ კურსანტებს აკადემია შესთავაზებს შემდგომ თანამშრომლობას.

მედია ჩვენ შესახებ

კიბერ პოდკასტები

სერტიფიცირება

CASE არის აშშ-ს კიბერ საინიციატივო ფორუმის, უსაფრთხოების პროფესიონალთა ტრანსატლანტიკური საბჭოსა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრი. CASE-ის სერტიფიკაცია გააჩნია ასეულობით წამყვან პროფესიონალს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ქვეყნის სახელმწიფო, სამართალდამცავ, სამხედრო და ბიზნეს სექტორში.

რეგისტრაცია ვრცლად

CASE-ის შესახებ

CASE-ელები

წარმატების ისტორია

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!