TFTMS სამხედრო მომზადება

GOLDEN SEAL სერტიფიკატის პროგრამა

 ღირებულება: თვეში:

 ხანგრძლივობა: 1 თვე

 დაწყება: 02 ივლ 2022

 ყოველ შაბათ-კვირას (სრულად) | 120 საათიანი მომზადება

 კონფიდენციალურია

რეგისტრაცია

ნებისმიერ მოქალაქეს, პროფესიის მიუხედავად, სჯერა საკუთარი შესაძლებლობების და სურს შეძლოს საკუთარი თავისა და ძვირფასი ადამიანების დაცვა ყველაზე კრიტიკულ დროს CASE-ის აძლევს შანსს გაიაროს რეალური სამხედრო საბაზო მომზადება. ერთ თვიან მომზადებას შერჩეული კანდიდატები გაივლიან დაბალანსებული განრიგით, სამსახურებრივ და სწავლის გრაფიკთან თავსებადობით. კურსის ლოკაცია და სხვადასხვა დეტალი ცნობილი გახდება მხოლოდ შერჩეული კურსანტებისთვის. კურსანტები შეირჩევიან აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე. ხოლო წარმატებულ აპლიკანტებს შესაბამის ლოკაციაზე ჩაუტარდებათ პირველადი ინსტრუქტაჟი, რომლის შემდეგაც დაიწყება სპეციალური მომზადება. კურსი მოიცავს თეორიულ ინსტრუქტაჟებსაც, თუმცა მეტწილად დატვირთულია საველე, პრაქტიკული კომპონენტებით და მაქსიმალურად მიახლოებულია დასავლურ სტანდარტებთან.

კურსს წარუძღვებიან სამხედრო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ინსტრუქტორები. მათ შორის გამოცდილებით საერთაშორისო სამხედრო მისიებში და შესაბამისი სერტიფიკაციებით. ინსტრუქტორების შესახებ მეტ ინფორმაციას სხვა დანარჩენ დეტალებთან ერთად აპლიკანტები მიიღებენ გასაუბრების ეტაპზე.

კურსის საკითხები

  1. სამხედრო ტოპოგრაფია
  2. საცეცხლე მომზადება
  3. ტაქტიკა
  4. თვითგადარჩენა
  5. პირველადი სამედიცინო დახმარება
  6. სხვა პრაქტიკული უნარები

სრულად ნახვა

ვინ მიიღება CASE/TFTMS კურსზე?

18 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია ნასამართლეობა, არ უჩივის ფიზიკურ კონდიციას, ჯანმრთელობის მდგომარეობას და წარმატებით გაივლის ორ ეტაპიან შერჩევას. პირველ ეტაპზე ყურადღებით შევისწავლით თქვენს აპლიკაციას, ხოლო მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს შევხვდებით გასაუბრებაზე. კურსანტების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ რეგისტრაციის თარიღს შერჩეულ აპლიკანტებში მიენიჭება პრიორიტეტი.

ტელე-ეთერი კურსის შესახებ

დასავლური სტანდარტის სამხედრო კურსის შესახებ ფორმულას ეთერში, აკადემიის დირექტორი, ლაშა პატარაია საუბრობს. ვის შეუძლია კურსის გავლა, როგორია აკადემიაში სწავლა, რა სერტიფიკატს და კარიერულ ბენეფიტებს მიიღებთ... ამ და სხვა კითხვებზე დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სიუჟეტი.

საყურებლად დაკლიკეთ

სერტიფიცირება

CASE არის აშშ-ს კიბერ საინიციატივო ფორუმის, უსაფრთხოების პროფესიონალთა ტრანსატლანტიკური საბჭოსა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრი. CASE-ის სერტიფიკაცია გააჩნია ასეულობით წამყვან პროფესიონალს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ქვეყნის სახელმწიფო, სამართალდამცავ, სამხედრო და ბიზნეს სექტორში.

რეგისტრაცია ვრცლად

CASE-ის შესახებ

CASE-ელები

წარმატების ისტორია

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!