სამხედროების, სამართალდამცავების, დიპლომატებისა და სტუდენტების მომზადების 16 წლიანი გამოცდილებით CASE აკადემია წარმოგიდგენთ სპეციალური მომზადების კურსს დაზვერვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში SSNS26. ზაფხულის სკოლა ყოველ წელს იმართება და ათასობით სერტიფიცირებულ პროფესიონალს ითვლის. CASE აკადემია საუკეთესო ადგილია კარიერული ზრდისა და პროფესიული კავშირების დასამყარებლად. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და დაინტერესებული პირებისთვის, მიიღონ ცოდნა უშუალო ინსაიდერებისაგან თემებზე, რომლებიც არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი, დაეუფლონ პროფესიულ უნარებს და მიიღონ აღიარებული სერთიფიკაცია. ჩვენი კურსანტები არიან როგორც სამართალდამცავები, სამხედროები, იურისტები, დიპლომატები, ბიზნეს ლიდერები, IT სპეციალისტები და ჟურნალისტები, ისე უბრალოდ დაინტერესებული პირები. საზაფხულო სკოლა საუკეთესო სასწავლო პირობებთან ერთად კურსანტებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ღირებული კავშირები, ახალი მეგობრები და ახალ საფეხურზე აიყვანონ საკუთარი კარიერა.
მოთხოვნები
მიღება ხორციელდება გასაუბრების საფუძველზე. კურსზე მიიღებიან 18 წელს გადაცილებული, ნასამართლეობის არ მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ მოტივაცია და შესაბამისი საბაზო უნარები პროგრამის გასავლელად.
სწავლების ფორმატი
ტრენინგი გრძელდება 2 თვე და თეორიულ სწავლებასთან ერთად ითვალისწინებს ინტენსიურ პრაქტიკულ მომზადებასაც. ტრენინგის განმავლობაში ორი სესია (პირველადი დახმარება და ცეცხლსასროლი იარაღის პრაქტიკული ინსტრუქტაჟი) ჩატარდება შაბათს, სრული დღის განმავლობაში ტრენინგის ბოლო ორი კვირის განმავლობაში. სერტიფიცირება ხორციელდება საგამოცდო პროცედურებისა და საერთო შეფასების საფუძველზე
პროგრამა
დაზვერვა და კონტრდაზვერვა
- სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობა
- გადმობირება სადაზვერვო საქმიანობაში და მისგან პრევენცია
- სადაზვერვო შეღწევადობა
- აგენტების როლი სადაზვერვო საქმიანობაში
- სადაზვერვო იდეოლოგიური საქმიანობა
- PSYOPS - ფსიქოლოგიური ოპერაციები
- აგენტურული სადაზვერვო შეღწევადობა
- ლეგენდა და საფარქვეშ ორგანიზაციები
- OSINT - ღია წყაროების გამოყენება სადაზვერვო საქმიანობაში
- OPSEC - ოპერაციების უსაფრთხოება
ეროვნული უსაფრთხოება
- ქვეყნის მომზადება ომისათვის
- უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირება
- ომების კლასიფიკაცია თაობების მიხედვით
- მეოთხე თაობის ომი და თანამედროვე განვითარება
- სამხედრო ძალების მშენებლობა
ანტიტერორიზმი
- შესავალი - საფრთხეები, ტერორიზმის ევოლუცია და თანამედროვე მდგომარეობა
- იდეოლოგიური სპექტრის მიმოხილვა და ძირითადი დაჯგუფებების
- ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფებების იდეოლოგიის ევოლუცია და ძირითადი იდეოლოგები
- ძირითადი ქეისები: „ალ ქაედა და 9/11“ „ჰესბოლა“ „ჰამასი“ „ისლამური სახელმწიფო“ (ISIS/ISIL/Daesh)“
- ორგანიზაციული სტრუქტურა და "Modus Operandi"
- რეკრუტირების პროცესი, დაჯგუფების იერარქიული და დეცენტრალიზებული ორგანიზაციები
- ტერორიზმის დაფინანსების წყაროები
- მედია და ტერორიზმი
- ტერორიზმი კიბერ სივრცეში
- ტერორიზმთან ბრძოლა
კიბერ უსაფრთხოება
- კიბერ უსაფრთხოება და ინფორმაციული უსაფრთხოება
- ინფორმაციის, კომპიუტერისა და სხვა აქტივების დაცვა
- დაცული კომუნიკაციების წარმოება
- კიბერშპიონაჟი - დაზვერვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
- ჯაშუშური პროგრამები, ტროიანები და ვირუსები
- ჰაკერები და კრიმინალური დაჯგუფებები
- ფროდი და სოციალური ინჟინერია
- OPSEC ოპერაციების უსაფრთხოება
სიცრუის თეორია და ტყუილის ამოცნობა
- შესავალი სიცრუის თეორიაში
- ტყუილის ვერბალური და არავერბალური ნიშნები
- სხეულის ენა
- მიკრო ექსპრესიები
- ეფექტიანი კომუნიკაცია
- ტყუილის ამოცნობის ხერხები და მეთოდები
- სიცრუის დეტექტორთან (პოლიგრაფთან) მუშაობა
ფიზიკური უსაფრთხოება
- ფიზიკური უსაფრთხოება
- რისკების შეფასება და მართვა
- შეიარაღებული თავდასხმის დროს მოქმედება
- კრიზისების მართვა
- ანალიტიკური უნარები
- პირველადი სამედიცინო დახმარება
- ცეცხლსასროლი იაირაღის ინსტრუქტაჟი
სერტიფიკაცია
CASE-ის პარტნიორები არიან, ნატო, Microsoft-ი, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ასევე აშშ-ს კიბერ საინიციატივო ფორუმი, უსაფრთხოების პროფესიონალთა ტრანსატლანტიკური საბჭო და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები. CASE-ის სერტიფიკაცია გააჩნია ათასობით წამყვან პროფესიონალს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ქვეყნის სახელმწიფო, სამართალდამცავ, სამხედრო და კერძო სექტორში.

