სამხედროების, სამართალდამცავების, დიპლომატებისა და სტუდენტების მომზადების 16 წლიანი გამოცდილებით CASE აკადემია წარმოგიდგენთ ინტენსიური მომზადების კურსს დაზვერვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში WSNS26. ზამთრის სკოლა ყოველ წელს იმართება და ათასობით სერტიფიცირებულ პროფესიონალს ითვლის. CASE აკადემია საუკეთესო ადგილია კარიერული ზრდისა და პროფესიული კავშირების დასამყარებლად. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და დაინტერესებული პირებისთვის, მიიღონ ცოდნა უშუალო ინსაიდერებისაგან თემებზე, რომლებიც არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი, დაეუფლონ პროფესიულ უნარებს და მიიღონ აღიარებული სერთიფიკაცია. ჩვენი კურსანტები არიან როგორც სამართალდამცავები, სამხედროები, იურისტები, დიპლომატები, ბიზნეს ლიდერები, IT სპეციალისტები და ჟურნალისტები, ისე უბრალოდ დაინტერესებული პირები. საუკეთესო სასწავლო პირობებთან ერთად კურსანტებს საშუალება აქვთ შეიძინონ ღირებული კავშირები, მეგობრები და ახალ საფეხურზე აიყვანონ საკუთარი კარიერა. კურსის მიზანი: კურსანტები მიიღებენ დეფიციტურ ცოდნას, რომელიც არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი უშუალო ინსდაიერებისა და სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან; განივითარებენ პროფესიულ უნარებსა და ხედვას; შეიძენენ ფასეულ კავშირებს შემდგომი პროფესიული ნევთორქინგისთვის; მიიღებენ აღიარებულ სერტიფიკატს ხოლო, წარჩინებულ კურსანტებს შემგდომი კარიერული წინსვლისთვის გაეწევათ რეკომენდაცია. მონაწილეები გაერკვევიან უსაფრთხოების ყველა მიმართულებაში, განთავისუფლდებიან მითებისგან, განივითარებენ ფხიზელ თვალს საფრთხეების ამოსაცნობად. შეიძენენ ცოდნას, რეალური ცხოვრების პირობებში გამოსაყენებლად და ახალ საფეხურზე აიყვანენ საკუთარ კარიერულ და პროფესიულ ცხოვრებას.
მოთხოვნები
მიღება ხორციელდება გასაუბრების საფუძველზე, 18 წელს გადაცილებული, ნასამართლეობის არ მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მოტივაცია და ანალიტიკური უნარები.
სწავლების ფორმატი
ტრენინგი გრძელდება 3 თვე (საშობაო შესვენების გათვალისწინებით) და თეორიულ სწავლებასთან ერთად ითვალისწინებს ინტენსიურ პრაქტიკულ მომზადებასაც. სერტიფიცირების მისაღებად აუცილებელია კურსანტმა წარმატებით გადალახოს საგამოცდო პროცედურები.
პროგრამა
დაზვერვა და ეროვნული უსაფრთხოება
- სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობა
- ეროვნული უსაფრთხოების არსი და მენეჯმენტი
- გადმობირება სადაზვერვო საქმიანობაში და მისგან პრევენცია
- სადაზვერვო შეღწევადობა
- აგენტების როლი სადაზვერვო საქმიანობაში
- სადაზვერვო იდეოლოგიური საქმიანობა
- პროპაგანდისტული და იდეოლოგიური საქმიანობა
- PSYOPS - ფსიქოლოგიური ოპერაციები
- აგენტურული სადაზვერვო შეღწევადობა
- ლეგენდა და საფარქვეშ ორგანიზაციები
- OSINT - ღია წყაროების გამოყენება სადაზვერვო საქმიანობაში
- OPSEC - ოპერაციების უსაფრთხოება
ანტიტერორიზმი
- შესავალი - საფრთხეები, ტერორიზმის ევოლუცია და თანამედროვე მდგომარეობა
- იდეოლოგიური სპექტრის მიმოხილვა და ძირითადი დაჯგუფებების
- ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფებების იდეოლოგიის ევოლუცია და ძირითადი იდეოლოგები
- ძირითადი ქეისები: „ალ ქაედა და 9/11“ „ჰესბოლა“ „ჰამასი“ „ისლამური სახელმწიფო“ (ISIS/ISIL/Daesh)“
- ორგანიზაციული სტრუქტურა და "Modus Operandi"
- რეკრუტირების პროცესი, დაჯგუფების იერარქიული და დეცენტრალიზებული ორგანიზაციები
- ტერორიზმის დაფინანსების წყაროები
- მედია და ტერორიზმი
- ტერორიზმი კიბერ სივრცეში
- ტერორიზმთან ბრძოლა
კიბერუსაფრთხოება
- კიბერ უსაფრთხოება და ინფორმაციული უსაფრთხოება
- ინფორმაციის, კომპიუტერისა და სხვა აქტივების დაცვა
- დაცული კომუნიკაციების წარმოება
- კიბერშპიონაჟი - დაზვერვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
- ჯაშუშური პროგრამები, ტროიანები და ვირუსები
- ჰაკერები და კრიმინალური დაჯგუფებები
- ფროდი და სოციალური ინჟინერია
- OPSEC ოპერაციების უსაფრთხოება
- ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკა ინფორმაციის მოძიებაზე
- ღია წყაროების ანალიზი OSINT
სიცრუის თეორია და ტყუილის ამოცნობა
- შესავალი სიცრუის თეორიაში
- ტყუილის ვერბალური და არავერბალური ნიშნები
- სხეულის ენა
- მიკრო ექსპრესიები
- ეფექტიანი კომუნიკაცია
- ტყუილის ამოცნობის ხერხები და მეთოდები
- სიცრუის დეტექტორთან (პოლიგრაფთან) მუშაობა
- წარმატებული საჯარო გამოსვლები და მოლაპარაკებები
- დამატებითი მოდული: ცეცხლსასროლი იარაღის ინსტრუქტაჟი
- თავდაცვითი პრინციპები
- უსაფრთხო ექსპლოატაციის წესები
- იარაღის მომზადება (სროლის მდგომარეობაში მოყვანა)
- ცეცხლის წარმოება ადგილიდან
- სროლის შედეგების განხილვა
- დამატებითი მოდული: პროფესიული უნარ-ჩვევები
- უსაფრთხოების სფეროში კარიერული დაგეგმარება
- ლიდერობა და ინტერ-პერსონალური უნარები
- სტრესის მართვა
- პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა
- ანალიტიკური უნარები
სერტიფიკაცია
CASE არის აშშ-ს კიბერ საინიციატივო ფორუმის, უსაფრთხოების პროფესიონალთა ტრანსატლანტიკური საბჭოსა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრი. CASE-ის სერტიფიკაცია გააჩნია ათასობით წამყვან პროფესიონალს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ქვეყნის სახელმწიფო, სამართალდამცავ, სამხედრო და ბიზნეს სექტორში.

