კიბერ უსაფრთხოების
და ინფორმაციული უსაფრთხოების სერვისები
მონაცემთა შემთხვევითი გადინებით დაწყებული, მიზანმიმართული კიბერ თავდასხმებით დასრულებული CASE cSaaS სერვისები დაიცავს თქვენს ორგანიზაციას და უზრუნველყოფს ბიზნეს უწყვეტობას.
დაგვიკავშირდითშეღწევადობის ტესტირება
კომპლექსური შეღწევადობის სერვისი ვებ-სერვისებსა და აპლიკაციებზე, ხორციელდება სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერების მიერ, რის შემდეგაც ორგანიზაციას წარედგინება სრული ანგარიში აღმოჩენილ მოწყვლადობებზე. მომსახურება ასევე მოიცავს კონსალტინგს რისკების მიტიგაციას და შეტევების პრევენციისათვის.
იხილეთ ვრცლადრისკების შეფასება და ანალიზი
სერვისის ფარგლებში განისაზღვრება, ფასდება და მონიტორინგი ეწევა კრიტიკული მნიშვნელობის აქტივებსა და პროცესებს. ასევე, ბიზნეს უწყვეტობას, მონაცემთა დაცვას, ინცინდენტებზე რეაგირებას, HR პროცესებს. მომზადებულ დოკუმენტთან ერთად გაგეწევათ კონსალტინგი კონტრ-ზომების შემუშავებაზე.
იხილეთ ვრცლადსოციალური ინჟინერიის შეტევები
რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენარებით ფასდება ორგანიზაციის დაცულობა, თანამშრომელთა მზაობა, მათი ცნობიერები დონეს, პოლიტიკისა და სტანდარტების შესრულების სიზუსტე. ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებით ეძლევა დეტალური შეფასების ანგარიში და გეგმა.
იხილეთ ვრცლადპოლიტიკა და სტანდარტები
CASE-ის სერტიფიცირებული სპეციალისტების გუნდი ინფორმაციული უსაფრთხოების დარგში უზრუნველყოფს ორგანიზაციის თავსებადობის მიღწევას ISO27-სერიის სტანდარტებთან, ან და დარგის სპეციფიკურ პოლიტიკებთან. ჩვენ ასევე უზუნველვყოფთ საერთო პოლიტიკისა და სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავებასა და დანერგვას.
იხილეთ ვრცლადIT გადაწყვეტილებების დანერგვის მხარდაჭერა
CASE-ი გთავაზობთ სხვადასხვა პროგრამული და აპარატურული გადაწყვეტილებების დანერგვაში მხარდაჭერას როგორც მომწოდებლის მხარეს, ისე შემსყიდველი ორგანიზაციისთვის. დაწყებული ლეგალური კონსალტინგის, დასრულებული ტექნიკური ნაწილით ჩვენ დაგეხმარებით პროექტის "Go-Live" რეჟიმში სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტიანად გადასვლაში.
იხილეთ ვრცლადროლური ტრენინგი და ცნობიერების ამაღლება
კიბერ ჰიგიენის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერ უსაფრთხოების როლური ტრენინგები და სერტიფიცირება ინდუსტრიის მიხედვით. ფორმატი არის კონფიგურირებადი გამომდინარე სასწავლო ამოცანებიდან და ტექნიკური სასწავლო ბაზიდან. ტრენინგის ბოლოს მსმენელები შესაბამის უნარებთან ერთად ასევე ფლობენ კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკასა და პროცედურებს.
იხილეთ ვრცლადმეტი ინფორმაცია
კიბერ უსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების
სერვისებზე მეტი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ.