image
უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

წარმატების ათ წლიანი ისტორია! 

სამხედროების, სამართალდამცავების, დიპლომატებისა და სტუდენტების მომზადების ათწლიანი გამოცდილებით CASE-ი საუკეთესო ადგილია კარიერული ზრდისა და პროფესიული კავშირების დასამყარებლად. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და დაინტერესებული პირებისთვის, მიიღონ ცოდნა უშუალო ინსაიდერებისაგან თემებზე, რომლებიც არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი, დაეუფლონ პროფესიულ უნარებს და მიიღონ აღიარებული სერთიფიკაცია. ჩვენი სტუდენტები არიან როგორც სამართალდამცავები, სამხედროები, იურისტები, დიპლომატები, ბიზნეს ლიდერები, IT სპეციალისტები და ჟურნალისტები, ისე უბრალოდ დაინტერესებული პირები.

image

პროფესიონალური განათლება SD5 CSP

აკადემია აქტიურად ახორციელებს სასწავლო პროგრამებს კიბერ უსაფრთხოების საბაზო და პროფესიონალურ დონეზე.

image

კიბერ ჰიგიენის მიმართულება

კიბერ უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისთვის CASE-მა შეიმუშავა სპეციალური ინტერნეტ პროექტი მულტიმედია ეპიზოდებით.

image

საჯარო სესიები კიბერ უსაფრთხოებაზე

ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ საჯარო ლექციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებსაც ასევე ხელმისაწვდომს ვხდით YouTube-სა და პოდკასტებზე.

ცნობიერების ამაღლების კამპანიები კიბერ უსაფრთხოებაზე

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია აქტიურად მუშაობს კიბერ უსაფრთხოების სფეროს პოპულარიზაციაზე. ჩვენ მუდმივად ვაწვდით საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ სფეროს შესახებ, მედიის, ბლოგების, კვლევების და ახლა უკვე ვიდეო ეპიზოდების სახით. ვიდეო ეპიზოდების სანახავად იხილეთ ჩვენი YouTube გვერდი.

CASE-ის არხი
Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!