ჯონ ენტონი უოლკერი KGB-ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაშუში იყო 1970-იანი წლების შეერთებულ შტატებში. იგი აშშ-ს საზღვაო ფლოტის ოფიცერი იყო, რომელსაც წვდომა ჰქონდა საზღვაო ძალების საიდუმლოებებზე და მთელი რიგი ბიზნეს წარუმატებლობის შემდეგ, ფინანსური მოტივაციის გამო გადაწყვიტა ჯაშუში გამხდარიყო. უოლკერმა პირველი კავშირი კგბ-სთან 1968 წლის დასაწყისში დაამყარა, როდესაც მან მოითხოვა „ვინმე უსაფრთხოების სამსახურიდან“ საბჭოთა საელჩოში ვაშინგტონში. მან სწორად გათვალა - საბჭოთა კავშირი მზად იყო დაეჯილდოებინა იგი, როგორც ამას აკეთებდნენ მსგავს შემთხვევებში - ნაღდი ანგარიშსწორებით და ასე დაიწყო მათი თანამშრომლობა, რომელიც შემდგომ დაზვერვის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ისტორიულ ქეისად ჩამოყალიბდა.
KL-47 შიფრაციის აპარატის გასაღებები და მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც გამოიყენებოდა აშშ-ს საზღვაო ძალების სამეთაურო ცენტრში ატლანტიკური წყალქვეშა ძალებისთვის სადაც ის მუშაობდა. მუდმივად გასამსრჯელოდ უოლკერმა კვირაში 1,000 აშშ დოლარი მოითხოვა, რასაც იგი წინასწარ ღებულობდა ნაღდი ფულის სახით. მოგვიანებით შეხვედრაზე მან $5000 დოლარიც მიიღო პრემიად. ეს მაშინ საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. უოლკერს ასევე მიეცა მინოქსის კამერა საიდუმლო დოკუმენტებისა და დაშიფრული მასალის მოსაპარად.
17 წლიანი კარიერის მანძილზე უოლკერმა მრავალი საიდუმლო ინფორმაცია მიჰყიდა KGB-ს, მათ შორის ამერიკის ბირთვული წყალქვეშა ფლოტის კოორდინატები. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირი იღებდა წინასწარი ცოდნას ვიეტნამში ამერიკული დაბომბვის შესახებ. KGB-მ უოლკერს მისცა როტორის მკითხველი, რომლითაც უნდა გაეანალიზებინა აშშ-ს საზღვაო ძალების შიფრული აპარატების როტორების შიდა გაყვანილობა; უოლკერმა გადაცემული მოწყობილობა KL-47 შიფრულ აპარატში ჩანერგა. იგი ამისათვის სათანადოდ იყო მომზადებული. აშშ-ში უოლკერი იშვიათად ხვდებოდა პირადად თავის მეკავშირეს კგბ-სგან, მაგრამ იყენებდა "მკვდარი ფოსტის" მეთოდს ინფორმაციის გადასაცემად და ანაზღაურების მისაღებად.
უოლკერის პენსიაზე გასვლა და საზღვაო ძალების დატოვება რაც უფრო ახლოვდებოდა, უფრო მეტად გაბედული გახდა. ბოლოს საკუთარ ჯაშუშურ საქმიანობაში თავისი ოჯახის წევრებიც კი ჩართო; უოლკერი თავისი ლეგენდის გასაუმჯობესებლად ასევე ღიად აჟღერებდა ანტიკომუნისტურ ხედვებს და შეუერთდა დაჯგუფება კუ-კლუქს-კლანს. უოლკერის ცოლმა ასევე იცოდა მის ჯაშუშობაზე; საბოლოოდ კი FBI-ს უოლკერის შესახებ სწორედ მან აცნობა განქორწინების შემდეგ.