CASE არის ერთადერთი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულება კავკასიის რეგიონში, რომელიც ამზადებს უსაფრთხოების სპეციალისტებს შემდეგი კომპეტენციით: ინფორმაციიული უსაფრთხოება, დაზვერვა, ანტიტერორიზმი, გლობალური უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოება, კორპორაციული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება და სხვა. აკადემია დაფუძნებულია ქეის ენტერპრაიზის ბაზაზე - CASE, რომელიც რე-ბრენდინგამდე წარმოდგენილი იყო როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრი ISSAC. სრული ინფორმაცია აკადემიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ჩვენ შესახებ
აკადემიის სხვადასხვა კურსებზე მოქმედებს სხვადასხვაგვარი ასაკობრივი შეზღუდვები. კურსები, რომლებიც მოითხოვს ფიზიკური დატვირთვას (მაგ. ორთაბრძოლა) შეზღუდულია ზედა ასაკობრივი ზღვარით. თითქმის ყველა კურსზე მოქმედებს მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 18 წლიდან. თუმცა არსებობს გამონაკლისი კურსები, რომლებიც უშუალოდ 18 წლამდე პირებისთვის არის წარმოდგენილი. სრული ინფორმაცია ასაკობრივ და მიღების სხვა კრიტერიუმების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სასურველი კურსის გვერდზე, მენიუდან კურსები და ტრენინგები.
გამოცდებისა და შეფასების პროცედურების შედეგების მიხედვით გაიცემა ორი კლასის: "Gold" და "Silver" სერტიფიკატი. "Gold" სერთიფიკატი ავტომატურად გულისხმობს რეკომენდაციას.
აკადემიის თითოეულ სასწავლო პროგრამაზე მოქმედებს ინდივიდუალური საგამოცდო პროცედურები, რომლის შესახებაც სტუდენტებს წინასწარ არ ეცნობებათ. აკადემიის სპეციალური სასწავლო მეთოდოლოგიის მიხედვით თითოეული საგამოცდო პროცედურა სტუდენტებისგან დამოუკიდებლად იგეგმება. თუმცა ტესტირებისა და სხვა საგამოცდო პროცედურების გარდა, როგორიც შეიძლება იყოს კვლევითი პროექტების მომზადება, სტუდენტების შეფასებას ასევე განსაზღვრვავს აქტივობა, დასწრება და ინსტრუქტორების მიერ მათი პირადი შეფასება.
CASE-ში უნიკალური ცოდნისა და ახალი პროფესიული უნარების შეძენის გარდა ჩვენი თითოეული კურსანტი იძენს ღირებულ კავშირებს და კარიერული განვითარების ახალ პერსპექტივებს. ამისათვის კარიერული ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში CASE კურსანტებს სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს მათი პროფესიული და პერსონალური განვითარების შესაბამისად. უფრო ვრცლად კარიერული ხელშეწყობის პროგრამის შესახებ შეიტყვეთ ბმულზე - https://www.globalcase.org/ge/page/careers
სასურველ კურსზე რეგისტრაციის ან გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ (კურსის პირობის მიხედვით) თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ უპროცენტო საბანკო განვადების ინვოისი 6 თვემდე ვადით ან სტანდარტული (პროცენტიანი) საბანკო განვადება თუ გსურთ თანხის გადანაწილებისთვის 2 წლამდე ვადის გამოყენება. მიღებული ფაილი ამობეჭდილი სახით უნდა წარადგინოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და 15 წუთიანი პროცედურის შემდეგ ბანკი თავად განსაზღვრვავს განვადების დამტკიცების საკითხს. აღნიშნული პროცედურა მარტივია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს საბანკო განვადება 3 თვიდან 2 წლამდე ვადით. ასეთ შემთხვევაში ფინანსურ პირობებს განსაზღვრვავს შესაბამისი პარტნიორი ბანკი. განვადების დოკუმენტი არ მოითხოვს ბეჭედს ან ხელმოწერას აკადემიის მხრიდან და გაიცემა ელექტრონულად. იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ დაგიმტკიცდათ განვადება, თქვენ ასევე შეგიძლიათ განვადება გააკეთებინოთ ოჯახის წევრს ან მეგობარს თუმცა იმ აუცილებელი პირობით, რომ გადახდის დანიშნულებაში ფილიალის ოპერატორს უნდა მიათითებინოთ თქვენი სახელი და პირადი ნომერი. გადახდის დანიშნულება უნდა გამოიყურებოდეს ასე: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, კურსის დასახელება.