ინსტრუქტორი
ინსტრუქტორი საბრძოლო ხელოვნებებსა და ფიზიკურ მომზადებაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის ვიცე პოლკოვნიკი. ბატონი ირაკლი ჩიჯავაძე არის ხელჩართული ბრძოლისა და კარატეს ინსტრუქტორი. დაიბადა 1967. დამთავრებული აქვს თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და ინტერნატურა; თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; სპორტის აკადემიასთან არსებული სპორტის სპეციალისტთა მომზადების სრული კურსი, სპეციალობით კარატე. მინიჭებული აქვს მსოფლიოს გაერთიანებილი საბრძოლო ხელოვნებების ასოციაციის (WUMA) მე-3 დანი. არის საქართველოს ეროვნული ვა-დო კარატეს ასოციაციის ვეტერანი წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში. სამწვრთნელო პრაქტიკა დაიწყო 1991 წლიდან. 1997-99 წლებში სამედიცინო ფაკულტეტის ფიზკულტურის კათედრის ბაზაზე ჩამოაყალიბა ხელჩართული ბრძოლის სექცია სამხედრო ფაკულტეტის კურსანტებისათვის. გააჩნია ხანგრძლივი წარმატებული სამუშაო გამოცდილება შემდეგ სამსახურებში: იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმში; შინაგანი ჯარების მსუბუქი ქვეით (სპეციალური დანიშნულების) რაზმში; საქართველოს პრეზიდენტის პირად დაცვაში (ს.დ.ს.ს.) და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაპარტამენტში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ამჟამად ბატონი ირაკლი მოღვაწეობს უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის ინსტრუქტორად, სადაც უძღვება მის მიერ შემუშავებულ საბრძოლო და ფიზიკური მომზადების სპეციალურ პროგრამას CASE COMBAT (SD1).