ინსტრუქტორი
უმცროსი მკვლევარი საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით თათია მოსიძემ წარმატებით გაიარა უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის სპეციალური კურსები ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, რის შემდეგაც შეირჩა ამავე აკადემიის მკვლევარად. 2015 წლიდან მოღვაწეობს და ეწევა კვლევით-ანალიტიკურ საქმიანობას საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით. იგი ასევე ჩართულია აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამაში CASE EDU Support Team, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სასწავლო საკითხებთან დაკავშირებით მხარდაჭერას უწევს აკადემიის სტუდენტებს. 2013 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, არის ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების სპეციალისტი-ევროპათმცოდნე. თათია ასევე სწავლობა ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. მიღებული აქვს სერთიფიკატები სხვადასხვა კონფერენციებში წარმატებით მონაწილეობისათვის. 2018 წელს მან ასევე მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით.